იცოდით, რა დამახასიათებელი ნიშანი აქვს თქვენს პატარას ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით?

ნაცნობი საკითხია, რომ ყოველი ადამიანი და განსაკუთრებით კი პატარები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. ამას მოწმობს ასტროლოგიაც  და გვაწვდის ცნობებს  ჰოროსკოპის თითოეულ ნიშანზე.

პატარა ვერძი

სტიქია-ცეცხლი

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

სიმბოლო-ცხვარი

წამყვანი მოტივი- პირველობისკენ სწრაფვა

გზა დაუთმეთ!  მას უნდა ყველამ მის ჭკუაზე იაროს! დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ადრეული ასაკიდანვე დაიწყებს და  რამდენიმე კვირის ასაკშიც გაგაცნობთ თავს!. მოუთმენელი! აი, მისი ხასიათის უმთავრესი შტრიხი. ძალიან აქტიური იქნება ფიზიკურად და შეიძლება მუშტებზე დაიწყოს დახედვა, თუ რაღაცას დაუგვიანებთ.

პატარა კურო 

სტიქია-მიწა

სიმბოლო-ხარი

წამყვანი მოტივი-შენება და დაცვა

ლამაზი, მშვიდი და მიწიერი სითბოთი სავსე გარემო მის კრეატივს გაზრდის. კონსტრუქტორები, ასაწყობი აგურები,  პლასტელინები, ხელის საღებავები და ზოგადად ყოველგვარი სათამაშო, სადაც ,,ფანტაზია და მარჯვე ხელები“ დასჭირდება, სასიკეთოდ იმოქმედებს მის განვითარებაზე. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ სათამაშოები ნატურალური მასალისგან იყოს შექმნილი.

ტყუპი პატარა

სტიქი-ჰაერი

სიმბოლო-ტყუპები

წამყვანი მოტივი-კრეატიულობა

თქვენი პატარას ცნობისმოყვარე თვალები ალბათ სამშობიაროშივე გადაგიკრავენ სიტყვას, თუ რა მოუსვენარ არსებასთან გაქვთ საქმე. სახლში მოყვანისთანავე საწოლში  ფერად- ფერადი  ტრიალ-ბზრიალა სათამაშოები ჩამოუკიდეთ, რომ რამენაირად გაართოთ. ბედნიერებისთვის მას მრავალფეროვნება სჭირდება. სხვადასხვა სანახაობა და მხიარული ჰანგები – პირველივე დღეებიდანვე გაახალისებს.

პატარა კირჩხიბი

სტიქია-წყალი

სიმბოლო-კიბო

წამყვანი მოტივი-წინასწარმეტყველება

ძალიან გაგიჭირდებათ მისი კალთიდან მოგლეჯა. ყოველთვის ზურგს უკან მოგეფერებათ, როცა ვინმეს წარუდგენთ და ბედნიერი წამოგყვებათ სახლში ხალხმრავალი და ხმაურიანი წვეულებიდან.

კირჩხიბს იმდენად ძლიერი დრაივი აქვს ოჯახისგან დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, შეიძლება თქვენმა პატარამ რაიმე ნივთი, სათამაშო აიჩემოს,  რომელსაც ამ გრძნობას დაუკავშირებს და ყველგან თან ატაროს. არასოდეს დაუშალოთ ეს.

პატარა ლომი

სტიქი-ცეცხლი

სიმბოლო-ლომი

წამყვანი მოტივი-ძალაუფლება

კამერა ჩართეთ! პროჟექტორები მიანათეთ! თორემ შეიძლება სახლი გადაწვას, თქვენი ყურადღება რომ მიიქციოს. ის კომფორტულად ყურადღების ცენტრში გრძნობს თავს და ნებისმიერი ხერხით ეცდება რომ შეამჩნიოთ.ლომი ბავშვი სულ სცენაზეა, დგამს დრამას, ითხოვს აპლოდისმენტებს და გასხივოსნებული ღიმილით იღებს კომპლიმენტებს. ისინი არტისტული მონაცემებით არიან დაჯილდოებული და თუ მისცემთ თამაშის, ცეკვის თუ სიმღერის საშუალებას, სიამოვნებით დახვეწენ ტალანტს.

პატარა ქალწული

სტიქია-მიწა

სიმბოლო-ქალწული

მამოძრავებელი მოტივი-კრიტიკა

მას დაბეჯითებული, ღრმა ცნობისმოყვარეობით სავსე  თვალებით იცნობთ. კაპრიზული და აზიზი ბავშვები არიან და ჩვილობაშივე გამოხატავენ ამას, როცა მის საკვებ რაციონში ახალი საკვების დამატებას დაიწყებთ. თუ გასინჯული საკვები არ მოეწონა, ცოტა დრო უნდა მისცეთ, თორემ  შემდეგი ცდა წარუმატებელი აღმოჩნდება.

პატარა სასწორი

სტიქია-მიწა

სიმბოლო-სასწორი

მამოძრავებელი მოტივი-სამართლიანობა და სრულყოფილება

სასწორი ბავშვი ესთეტად იბადება, ხელოვანის თვალით უყურებს სამყაროს და მშვენიერებისადმი გულგრილი ვერასოდეს რჩება. მშვიდ და ლამაზ გარემოში თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს. ფერები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ მასზე.თქვენი პატარა იმაზე მგრძნობიარე იქნება, თქვენ რომ თავიდან გეგონათ. სულ მცირე უხეშობაზე და არასასიამოვნო გარემოში მყისიერად გაღიზიანდება. საკმარისია მოუხერხებელ პოზაში დასვათ/ დააწვინოთ ან სინათლე ეზედმეტოს ფანჯრებში, მაშინვე  საშინელ ხასიათზე დადგება. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ მისი რბილი, დამჯერი და წყნარი ხასიათი.

პატარა მორიელი

სტიქია-წყალი

სიმბოლო-მორიელი

მამოტივირებელი-კონტროლი

ასეთი ბავშვები ძალიან მძაფრად გრძნობენ და აღიქვამენ ყველაფერს. ძალიან სენსიტიურები არიან გარემოს გამაღიზიანებელი სტიმულების, განსაკუთრებით კი  ხმაურის და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ.   დამოკიდებულები არიან დედაზე, აქვთ ფიზიკური სიახლოვის აშკარად გამოხატული მოთხოვნილება.  არასდროს არ ჰყოფნით სიყვარული და თუკი მოფერება მოაკელით, მთელი ცხოვრება ახსოვთ.

მშვილდოსანი პატარა

სტიქია-ცეცხლი

სიმბოლო-კენტავრი

მამოტივირებელი-ხელმძღვანელობა

,,ატაში“ უნდა!  სანამ ფეხს აიდგამს, თქვენ მოგიწევთ კენტავრის ფუნქციის შესრულება, მერე კი ფორთხვას როცა ისწავლის, აღმოაჩენთ რამდენი თავგადასავალი შეიძლება ვინმეს გადახდეს საკუთარ სახლშიც კი…ის პატარა მაწანწალაა… სადმე წასვლაზე თვალების გაბრწყინებით სავარაუდოდ ვერ შემოიფარგლება და სიხარულის ყიჟინასაც დასცემს.  მოკლედ, მანეჟისთვის ნუ დაიხარჯებით, შესაძლოა არც გაჩერდეს. მისთვის სივრცე და მოძრაობა ჰაერივით საჭიროა.

თხის რქა პატარა

სტიქია-მიწა

სიმბოლო-ჯიხვი

მამოტივირებელი-დასახული მიზნების მიღწევა

თუკი რომელიმე ბავშვს თანმიმდევრობის, დისციპლინის და მუდმივობის მოთხოვნილება აქვს, მაშინ ეს თხის რქა ბავშვი იქნება. დაბადებიდან სერიოზულები არიან. მისი დრაივი სტრუქტურიზებიდან იღებს სათავეს.  გაწერილი გეგმის  გარეშე გაურკვევლობაში გრძნობს თავს, რუტინა მოსწონს, მაგრამ ზედმეტიც ნუ მოგივათ დღის წესრიგის შედგენისას.  უბრალოდ ნუ იქნებით დაუდევარი, თორემ მის პატივისცემას და ნდობას აუცილებლად დაკარგავთ.აუცილებელია რომ წაახალისოთ გრძნობების გამოხატვაში, რადგან საშინელი მიდრეკილება აქვს აკონტროლოს, გულში ჩაიმარხოს ემოციები.

პატარა მერწყული

სტიქია-ჰაერი

სიმბოლო-მერწყული

მამოტივირებელი-ჭეშმარიტების ძიება

პირველი, რითაც მერწყული ბავშვი თქვენს ყურადღებას მიიქცევს ეს მისი კრიალა, ციმციმა თვალების მშვენიერება იქნება. ის კი არ იცქირება, ბრწყინავს. შეყვარებული თვალები გინახავთ?  როცა გიყურებთ, მოგეჩვენებათ რომ თქვენს სულში ჩაიხედა, მაგრამ მხოლოდ კარგი დაინახა და ბედნიერად იგრძნობთ თავს ამის გამო.  ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს რჩება პრიორიტეტად  შემდეგ უკვე ზრდასრულ ასაკშიც – დაინახოს ადამიანები საუკეთესო მხრიდან.

პატარა თევზები

სტიქია-წყალი

სიმბოლო-თევზი

მამოტივირებელი-ინტერპრეტირება

თევზები ბავშვი სახლში ემოციების ბარომეტრია. თევზების შთაბეჭდილებიანი ბუნება ამ ბავშვების ემოციებს ექსტრა მგრძნობიარე ფილტრს სჩუქნის. ის ყველაზე ძლიერი გამტარია ნიშნებს შორის. სარკესავით ირეკლავს გარშემომყოფების გრძნობებს, ემოციებს და როცა სხვები გაღიზიანებულები და აფორიაქებულები არიან ავადმყოფობასავით გადაედებათ ხოლმე მათაც.მისთვის მშვიდი გარემო სასიცოცხლოდ აუცილებელია. როცა ღელავს, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ იმას რომ თავადაც დამშვიდდეთ. გაუღიმეთ, წყნარი მუსიკა ჩაურთეთ, ან თავად უღიღინეთ რაიმე და აუცილებლად მოახერხებთ მის დაწყნარებას.

                                                              მასალის ავტორი: თამარ ჩხაიძე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები