თემურ მიქელაძე : უმჯობესია ვაქცინაცია რისკ-ჯგუფებში მყოფ ადამიანებს ჩაუტარდეთ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში გრიპის ვაქცინაზე ისაუბრა. მიქელაძე განმარტავს, რომ არსებობს რისკ-ჯგუფის ადამიანები,  რომელთაც  ვაქცინა აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ის ასევე  განმარტა, რა განსხვავებაა სამ და ოთხ კომპონენტიან ვაქცინებს შორის.

„სახელმწიფომ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიძინა გრიპის ვაქცინა. ის პირველ ეტაპზე განკუთვნილია აღრიცხვაზე მყოფი რისკ- ჯგუფებისთვის: ესენი არიან 65 წელს ზევით ადამიანები, მოხუცთა თავშესაფარში მყოფი პირები, ბავშვები და მოზრდილები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიები. ხანგრძლივ ციტოსტატიკურ თერაპიაზე მყოფი ბავშვები და მოზრდილები, ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტები და რისკის ქვეშ მყოფი ორსულები. ამ ადამიანებს ვაქცინა ყოველთვის უტარდებათ უფასოდ. სულ არის საუბარი იმაზე, რამდენ კომპონენტიანი ვაქცინა უნდა გაკეთდეს. ორივე ვაქცინა მაღალხარისხიანია, ერთი კეთდება ოქტომბრის ბოლომდე, მეორე, მთელი გრიპის სეზონის განმავლობაში. ჩემი რჩევაა, თუ ბავშვი ჯანმრთელია, თუ არ ცხოვრობს ბებია-ბაბუასთან, სჯობს წელს ეს ვაქცინა შევინახოთ რისკ-ჯგუფებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ: სეზონური გრიპი და მისი თავიდან აცილების მთავარი მეთოდი ბავშვებში – პედიატრი გვირჩევს!

 

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ქვეყანაში ნებაყოფლობითია. თუ ადამიანს სურს აცრა, მას შეუძლია. ჩემი სურვილი იქნება, თუ ვაქციანაციას დაიწყებთ, უმჯობესია მომდევნო 7-10 წელი ის გაკეთდეს ყოველწლიურად. ეს ვაქცინა იქმნება მათემატიკური ალგორითმით და იმუნიზაციის ექპერტები თვლიან, რომელი ტიპის ვირუსმა შეიძლება იცირკულიროს და ამის მიხედვით ქმნიან მას“,  – აცხადებს თემურ მიქელაძე.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

                                                            მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები