“ბავ­შვი რომ ჰაერის გამოცვლის მიზნით, კუ­რორტზე 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გყავ­დეთ, მი­თია!“ – პედიატრის რჩევები მშობლებს

სუფ­თა ჰა­ე­რი – არის ის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც მშო­ბელ­მა ბავ­შვის­თვის კუ­რორ­ტის შერ­ჩე­ვი­სას უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. ამის შე­სა­ხებ პე­დი­ატრმა თე­მურ მი­ქე­ლა­ძემ გა­და­ცე­მა “დღის თე­მა­ში” ისა­უბ­რა.

მისი თქმით, მშობ­ლებ­მა, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ ბავ­შვე­ბი ძვი­რა­დღი­რე­ბულ ად­გი­ლებ­ში და­ას­ვე­ნონ, არ უნდა იდარ­დონ, რად­გა­ნაც მთა­ვა­რი სუფ­თა ჰა­ერ­ზე ყოფ­ნაა და შე­უძ­ლი­ათ არ­ჩე­ვა­ნი თა­ვი­ანთ სოფლებზე შეაჩერონ.

“მთა­ვა­რი, რაც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ კუ­რორ­ტის არ­ჩე­ვი­სას, არის სუფ­თა ჰა­ე­რი. არის სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რავ პა­ცი­ენტს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა პო­პუ­ლა­რულ კუ­რორ­ტებ­ზე წა­სას­ვლე­ლად, რად­გა­ნაც საკ­მა­ოდ ძვი­რია.

ბახ­მა­რო, მთა-თუ­შე­თი და სხვე­ბი უნი­კა­ლუ­რი კუ­რორ­ტე­ბია, უბ­რა­ლოდ იქ დას­ვე­ნე­ბა ძვი­რია და შე­ჭირ­ვე­ბულ­მა მშობ­ლებ­მა არ იდარ­დონ ამა­ზე და არ ჩათ­ვა­ლონ, რომ შვილს ყვე­ლა­ფერს ვერ უკე­თე­ბენ, შე­უძ­ლი­ათ ბავ­შვე­ბი გა­იყ­ვა­ნონ თა­ვი­ანთ სოფ­ლებ­ში“, – ამბობს პე­დი­ატ­რი.

მიქელაძის თქმით,  ბავ­შვი კუ­რორტზე 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გყავ­დეთ და რომ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მო­ზარ­დი სარ­გე­ბელს ვერ მი­ი­ღებს, მი­თია და საბ­ჭო­თა დრო­ი­დან იღებს სა­თა­ვეს.

“21 დღე ბავ­შვის გაყ­ვა­ნა კუ­რორტზე, ეს არის საბ­ჭო­თა გად­მო­ნაშ­თი, იყო 21 დღი­ა­ნი ე.წ. პუ­ტი­ოვ­კა, 21 დღი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ჩრდი­ლო­ე­თი­დან ჩა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებს ეძ­ლე­ო­დათ. დოგ­მა, რომ უნდა გა­იყ­ვა­ნოთ აუ­ცი­ლებ­ლად ერთი კვი­რა, 5 დღე, 9 დღე, არ­სად არ არის გა­წე­რი­ლი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე არ შემ­ხვედ­რია, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც და­ვუშ­ვათ 21 დღე უნდა გა­ვიყ­ვა­ნოთ.

რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდ­ხანს იქ­ნე­ბა კუ­რორტზე ბავ­შვი, მით უფრო სა­სარ­გებ­ლოა“, – ამ­ბობს თე­მურ მი­ქე­ლა­ძე, თუმ­ცა იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ  სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა თუნ­დაც შა­ბათ-კვი­რას ქა­ლაქ­გა­რეთ წაყ­ვა­ნაც.

“ქა­ლა­ქი­დან თუნ­დაც შა­ბათ-კვი­რას გას­ვლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გვაქვს საკ­მა­ოდ სტრე­სუ­ლი გა­რე­მო, რო­მე­ლიც ამ პან­დე­მი­ა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა და ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გან­ტვირ­თვას, გა­ნიტ­ვირ­თე­ბა რო­გორც მშო­ბე­ლი, ასე­ვე ბავ­შვი“ – აღ­ნი­შავს პე­დი­ატ­რი.

                                                                                              მასალის ავტორი: ნათია ხარბედია

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები