ბავშვი კედლებზე ხატავს – როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მშობელი?

ჯერ კიდევ გუშინ მშვიდად ვიყავით, ჩვენი შვილის საქციელი ჩვენთვის გასაგები იყო და ნორმალურად გვეჩვენებოდა, დღეს კი ჭკუიდან ვიშლებით, როცა ვხედავთ, კარადიდან გადმოყრილ ნივთებს, დამტვრეულ ჭურჭელს, ახეულ შპალერს და მოხატულ კედლებს.
როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?
ბავშვები ხშირად ისე არ იქცევიან, როგორც ჩვენ გვინდა. ისინი იზრდებიან, ავლენენ თავის ხასიათს. მაგრამ როცა ჩვენ სახლში მოხატულ კედლებსა და დამტვრეულ ნივთებს აღმოვაჩენთ, ვიბნევით. როგორ მოვიქცეთ? დავუშალოთ? ვეჩხუბოთ? თუ შეუმჩნევლად გავწმინდოთ შპალერი, ვიყიდოთ ახალი ნივთები და მივცეთ უფლება ბავშვს თავისუფლად აღიქვას სამყარო?
გვესმის, გენანებათ შპალერი, და სათამაშო, რომელიც ძვირი ღირდა. ფსიქოლოგი გვირჩევს: პირველი, რაც აუცილებელია რომ მშობელმა ამ დროს მოიმოქმედოს – ის უნდა გაერკვეს საკუთარ თავში! რა გრძნობები გამოიწვია მასში ბავშვის ასეთმა საქციელმა? გაბრაზდა? დაიბნა? გულიდაწყდა? ბრაზდებით ბავშვზე, რომელსაც წარმოდგენაც არ აქვს, რად დაუჯდათ მშობლებს რემონტის გაკეთბა სახლში ან ძვირიანი სათამაშოს ყიდვა?
ყველა მშობელს თავისი მოთხოვნილებები აქვს. ერთი ამ მომენტში ბრაზდება და ბავშვის დასჯა სურს, მეორე საკუთარ თავს ისჯის და თვლის, რომ ცუდი მშობელია, რადგან ბრაზდება ასეთი ელემენტარული სიცელქის გამო შვილზე. ეს არც ცუდია და არც კარგი, თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ ნებისმიერი ემოცია, უბრალოდ თავდაპირველად უნდა გაერკვეთ, მაინც რით გაგაბრაზათ ბავშვის ამ საქციელმა.
რატომ არის ეს გაცნობიერება აუცილებელი? იმიტომ, რომ გააკონტროლოთ საკუთარი განცდები და განაცალკევოთ ის მომხდარისგან. ამ მომენტში მშობელი შესაძლოა იმდენად შეიპყროს ემოციამ, რომ არასწორი ქმედებისკენ უბიძგოს.
შემდეგ უნდა შეხედოთ სიტუაციას ოდნავ გვერდიდან და გაერკვეთ, რა ჭირს ბავშვს. ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ბავშვი ასე იქცევა. მაგალითად, ის უბრალოდ სამყაროს ამოცნობას ცდილობს, და აინტერესებს, როგორ არის მოწყობილი ახალი მანქანა შიგნიდან ან რა მოხდება, თუკი ფურცელზე კი არა, კედელზე დახატავს. ამ შემთხვევაში მის ქმედებაში აგრესია არ არის.
მაგრამ არსებობს სხვა მიზეზებიც. ხანდახან რაიმეს დანგრევა – ეს ბავშვის მხრიდან იმის ჩვენებაა, რასაც განიცდის. “ბავშვებისთვის რთულია აღწერონ საკუთარი განცდები და ამიტომ ბევრად მარტივია გამოხატონ ისინი ქმედებებით, მაგალითად, სათამაშოს გატეხვით. ასეთი საქციელი შესაძლოა ნიშნავდეს: მომაქციე ყურადღება, მე ცუდ ხასიათზე ვარ, შენი დახმარება მჭირდება” – განმარტავს ფსიქოლოგი.
ხანდახან ოჯახში არსებობს ბავშვისთვის გაუგებარი წესები და პატარას სურს, თავისი უფლებები გააფართოვოს. ის სხვადასხვა გზით ცდილობს შეამოწმოს, რისი უფლება აქვს და რისი არა. თუკი მშობელი ბევრ რამეს უკრძალავს და ზღუდავს, ბავშვი ან ემორჩილება მას ან პირიქით, ცდილობს, გამოავლინოს საკუთარი ხასიათი, დაადგინოს საკუთარი წესები და შეამოწმოს, რამდენად მყარია მშობლის მიერ დაწესებული ზღვრები.
ხანდახან ბავშვი მსგავსი საქციელით ოჯახში არსებულ სიტუაციაზე ახდენს რეაქციას. ბავშვი გრძნობს, რა ხდენა უფროსებს შორის, თუნდაც უფროსები ცდილობდნენ, მის წინაში არ იჩხუბონ. ბავშვი ირჩევს ურჩობას, როგორც მეთოდს მიიქციოს მშობლების ყურადღება, რათა მათ შეწყვიტონ ერთმანეთშ ქიშპობა და კვლავ ერთ ოჯახად იქცნენ.
რადგანაც აგრესიული ქმედებების მიზეზი სვადასხვა, მშობლებმა მნიშვნელოვანია იცოდნენ, რა ემართება იმ მომენტში ბავშვს, რისი თქმა სურს ამ საქციელით, რა მოტივი აქვს, როგორი ემოციები და ასე შემდეგ… და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკოს პატარას.
თავდაპირველად უბრალოდ კომენტარი გააკეთეთ მომხდარზე: “ვხედავ, რომ ხატავ შპალერზე”. შემდეგ გააცნობიერეთ, ბავშვის მოთხოვნა და სურვილი, რამაც ეს საქციელი გამოიწვია. გამოიყენეთ მოკლე ფრაზები. მაგალითად: “როგორც ჩანს, მოგწონს შპალერზე ხატვა” ან “ჩემზე ხარ გაბრაზებული?” ან “გაბრაზებული ხარ?”
ეს დაგეხმარებათ დიალოგის წარმართვაში, ბავშვი მიხვდება, რომ ცდილობენ მის გაგებას, მისი გრნობების გამოცნობას, ვიღაცას შეუძლია მისი მოსმენა. მას ხომ არ შეუძლია ჯერ გამოხატოს სიტყვებით ემოციები, უფროსთან ერთად კი ის ისწავლის მოძებნოს სიტყვები გრძნობების გამოსახატავად. ამ დროს მნიშვნელოვანია მშობელი იყოს ყურადღებით, შეეცადოს დაიჭიროს, სინამდვილეში რა ემართება მის შვილს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ დაამყაროთ კონტაქტი.
ამის შემდეგ ფსიქოლოგი გირჩევთ, აღნიშნოთ ზღვრები (“მაგრამ შპალერებზე არ ხატავენ”) და შესთავაზოთ ალტერნატივა საკუთარი გრძნობების გამოსახატავად. მაგალითად, “შენ შეგიძლია დახატო ფურცელზე”. “შეგიძლია დახატო ან გამოხატო, როგორ ბრაზობ ჩემზე”. ამ დროს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ გადაიტანოთ ბავშვის ყურადღება სხვა საქმიანობაზე – მაგალითად, შესთავაზოთ უყუროთ მულტფილმს ან ითამაშოთ ერთად, – არამედ მოძებნოთ ბევრად სოციალურად უმკობესი მეთოდი საკუთარი ემოციების გამოსახატავად.

თუკი ბავშვი უარს ამბობს აღიაროს თქვენი აკრძალვა საგნების გაფუჭებაზე ან კედლებზე ხატვაზე, უნდა მისცეთ არჩევანი: “კარგი, თუ ახლა კედლებზე ხატვა გირჩევნია, ესეიგი, უარს ამბობ საღამოს მეგობრებთან ერთად სეირნობაზე”. ასე ბავშვს საშუალება ექნება აირჩიოს, ეს კი იმას ნიშნავს, პასუხი აგოს საკუთარ არჩევანზე. ფსიქოლოგი ხაზს უსვამს, რომ ისეთი რამ უნდა შესთავაზოთ სანაცვლოდ, რასაც აუცილებლად და მალევე შეუსრულებთ. უაზრობაა შეპირდეთ, რომ უყიდით სათამაშოს ერთი წლის მერე.

ჩვენ ხშირად განვიცდით სხვადასხვა ემოციას და ხანდახან მათთან გამკლავება არც ისე მარტივია. ბავშვს კი ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებული დახმარება სჭირდება, მომავალში ის მშობლის სწორი დამოკიდებულების შედეგად, ისწავლის, როგორ გაუმკლავდეს საკუთარ გრძნობებს თავად.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები