ბავშვთა ფსიქოლოგი ანა მეუნარგია: რა ეტაპებს მოიცავს და როგორია ფსიქოთერაპია ბავშვებთან

ბავშვთა ფსიქოლოგიის ეტაპებსა და მიდგომებზე საუბრობს ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი “დიალოგის” ბავშვთა ფსიქოლოგი ანა მეუნარგია.

დღეისათვის თერაპიული მეთოდების მთელი სპექტრი არსებობს. თუმცა რომელ ფსიქოთერაპიულ მეთოდსაც არ უნდა იყენებდეს თერაპევტი ან ფსიქო-კონსულტანტი, ბავშვებთან მუშაობა აუცილებლად მოიცავს მშობლის ჩართულობას.

პირველ სესიაზე ფსიქოლოგი აგროვებს ინფორმაციას ბავშვის ქცევითი და ემოციური მდგომარეობის შესახებ. იმის შესახებ თუ რა ესახება მშობელს პრობლემად და რა წარმოუდგენია პრობლემად ბავშვს. ინფორმაციის შეგროვებას შეიძლება დასჭირდეს 1-2 შეხვედრა.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ხშირად პირველ შეხვედრაზე თერაპევტი მხოლოდ მშობლებს ხვდება, რათა სრულად მიიღოს ინფორმაცია პრობლემის შესახებ. შემდეგ კი მხოლოდ ბავშვს. ბავშვებთან და მშობელთან შეხვედრის სიხშირე კი ამის შემდეგ შეირჩევა, პრობლემიდან და მუშაობის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე.

ბავშვთან და მშობელთან მუშაობა პარალელურად მიმდინარეობს. მშობელთან მუშაობა ძირითადად მოიცავს: ინფორმაციის შეგროვებას (კლიენტის მდგომარეობის შესახებ); ფსიქოგანათლებას (კონკრეტული მდგომარეობის შესახებ); რეკომენდაციების გაცემას (კონკრეტული მდგომარეობიდან გამომდინარე) და მდგომარეობის მონიტორინგს.

ბოლო შეხვედრა უმეტესად ითვალისწინებს განვლილი სესიების შეჯამებას, ბავშვისთვის და მშობლისთვის სასარგებლო ინფორმაციის ამოწევას და დამშვიდობებას. დასრულების სესია იმით არის მნიშვნელოვანი, რომ დაწყებული თერაპიულ პროცესს ჰქონდეს ლოგიკური დასასრული.

პ.ს. წესით, რომელი მეთოდოლოგიითაც არ უნდა მუშაობდეს თერაპევტი ბავშვებთან მუშაობა მოიცავს თამაშის და სხვა პროექციული ტექნიკების (ხატვა, ძერწვა, ზღაპარი) გამოყენებას.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები